რეზონანსი
18.07.2019

 (რეზონანსი) ნიკა მელია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც ის ამბობს, ახლა ბრძოლის ბოლო ეტაპია და ამას ბავშვიც კი მიხვდება.

"მეგობრებო, ბრძოლა არასოდეს მთავრდება - არც დამარცხებით, არც გამარჯვებით. დამარცხდები?! - უნდა იბრძოლო, რომ გაიმარჯვო. გაიმარჯვებ?! - უნდა განაგრძო ბრძოლა, რომ არ დამარცხდე!

წაიღებენ რუსთავი2-ს?! თუ იბრძვი მის ადგილას რუსთავი 4 ამოვა! ეს ბრძოლის ორჯერ ორი ოთხია. გამარჯვება წინაა, ბიძინა უკან! ახლა რომ გადამწყვეტი ეტაპია ბრძოლის, ამას ბავშვიც კი ხვდება."- წერს ნიკა მელია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×