რეზონანსი
18.07.2019

 სტრასბურგის სასამართლო "რუსთავი2"-ის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. თბილისის დროით ზუსტად 12:00 საათზე სტრასბურგის სასამართლო გამოაქვეყნებს დადგენილებას "რუსთავი 2"-ის საქმეზე. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მმართველი გუნდი უკვე დიდი ხანია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ცდილობს საზოგადოებაში შექმნას მცდარი აზრი, თითქოს დღეს "რუსთავი 2" დამარცხდება ევროპულ სასამართლოში და ის ქიბარ ხალვაშს გადაეცემა.

საერთაშორისო სასამართლოს მთავარი მიზანია დაადგინოს დაირღვა თუ არა "რუსთავი 2"-ის და მისი მფლობელების უფლებები ქართულ სასამართლოებში. არხის გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება კომპანიის სასარგებლოდ იქნება და "რუსთავი 2"-ის ყველა მხარდამჭერს, ამ დღის ერთად აღნიშვნისკენ მოუწოდებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×