რეზონანსი
17.07.2019

  შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების და დარბევის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა მეორე დღეს გაიგო. ამის შესახებ გიორგი გახარიამ გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა მას თავად დაურეკა.

„მეორე დღეს გაიგო, დრო არ მახსოვს. იმ ღამეს არ იცოდა. მე არ მქონია პირადად კომუნიკაცია. მან დამირეკა მეორე დღეს და მე ავუხსენი, რა მოხდა იმ ღამეს", - განაცხადა გახარიამ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×