რეზონანსი
17.07.2019

  შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პროკურატურის ყველა კითხვას პასუხი გასცა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, დაისვა ყველა კითხვა, რომელიც აინტერესებდა გამოძიებას.

„მოგეხსენებათ, რომ გენერალური პროკურატურა იძიებს სამოხელეო ნაწილში გადაცდომების შესაძლებლობას და საერთოდ ამ ღონისძიებას. კითხვები ბევრი იყო და შესაბამისად ჩემი მხრიდან იყო პასუხი გაცემული. რამდენჯერაც დამიბარებენ და რამდენჯერაც საჭირო იქნება, მოვალ. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, ვიცით სად არის სიმართლე", - განაცხადა გახარიამ.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×