რეზონანსი
17.07.2019

 

ჩემი მიზნების მისაღწევად ყველასთან ვითანამშრომლებ, მიშასთანაც და ბიძინასთანაც - ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, ყოველდღიურ გადაცემაში „გირჩის აზრით" ისაუბრა.

მან საკუთარი მიზნებიც დააკონკრეტა - საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დაშლა, ბიუროკრატიის 80-90 %-ით შემცირება და პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წლის მერეც.

ამ მიზნების განსახორციელებლად მე ნებისმიერთან ვითანამშრომლებ, არ აქვს მნიშვნელობა - თუ დავინახავ რომ „პატრიოტთა ალიანსი" არის ამის გამკეთებელი და მასთან თანამშრომლობაა საჭირო და მე გარანტირებულად ამ შედეგს მივიღებ, ვითანამშრომლებ. მე ხო ზუსტად ვიცი რომ არც მიშას კაცი ვარ და არც ბიძინასი" - განაცხადა ხვიჩიამ.

წყარო:ალია

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×