რეზონანსი
17.07.2019

"შვილო, ზრდილობა ისწავლე", - ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ჟურნალისტს, რომელმაც „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე რუსულ ბაზარზე საუბრობდა, როდესაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ტურიზმის სფეროში რუსეთის მიმართულებით დახარჯულ თანხებზე ჰკითხა.

„კოლეგას ეცი პატივი, შვილო. სად გაიზარდე? კოლეგას ეცი პატივი", - უთხრა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენელს.

წყარო: ალია

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×