რუსეთში იაკუტსკში , 7 ადამიანი ბანაობისას გარდაიცვალა მათ შორის 3 ბავშვი იყო ,- აცხადებს რუსეთის საგანგებო სამსახურის პრეს-სამსახური .
ინციდენტი მოხდა კუნძულ პონომარევში მდინარე ლენასთან იმ ადგილას, რომელიც მთავრობის მიერ არასანქცირებულად ითვლებოდა დასასვენებლად .
11 ადამიანი ბანაობდა მდინარე ლენაში , რომლის დროსაც 7 ადამიანი დაიხრჩო ,ხოლო 4, რომელებიც გადაარჩინეს მაშველებმა, ფსიქოლოგიური ტრავმის გამო საავადმყოფოში გამოკვლევას უტარებენ.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელობამ გაავრცელა მოწოდება , ნუ იბანავებენ ადამიანები აკრძალულ ზონებში და ურჩევენ, არ მიიღონ ალკოჰოლი, არ მიატოვონ შვილები უყურადღებოდ.
წყარო: ნიუპოსტი