რეზონანსი
17.07.2019

  საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საბერძნეთის მოქალაქე გ.ვ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 40 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის რაიონის დიდი ჯიხაიშის განყოფილებას გადაეცა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს."- ნათქვამია ინფორმაციაში.

ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×