რეზონანსი
17.07.2019

 ისტორიკოსი გიორგი კალანდია განახლებული "დედა ენის" ვერსიას ასე აფასებს: „არის რაღაცეები, რაც მაგრად ტეხავს“. მან განახლებულ დედა ენის წიგნში ჩანაცვლებული ფრაზეოლოგია გააკრიტიკა. 

„პირველი „გათანამედროვებული“, ანუ ადაპტირებული, მეორე კი - "ძველი",  ანუ გოგებაშვილისეული "დედა ენაა". ყველანაირი სიახლის და მოდერნიზაციის მომხრე ვარ, ოღონდ არა ასეთის -სადაც ყვავილი აყუნამ შეცვალა და მაყვალი - ბაყუნამ. არის რაღაცები, რაც მაგრად ტეხავს“ - წერს კალანდია.

2019-20 სასწავლო წლიდან იაკობ გოგე“ბაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით ბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი ხდება. ამასთან დაკავშირებით ღონისძიება სოფელ ვარიანში პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გამართა. 

პრემიერის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი "დედა ენას" უფასოდ მიიღებს.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×