რეზონანსი
17.07.2019

 ტელეწამყვანი ანი გიუნტერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ირწმუნება, რომ გერმანიაში მყოფი ბევრი ქართველი უცხოელებით კითხვის საპასუხოდ, ამბობს, რომ რუსეთიდან არიან.  

„სანამ ჩვენ აქ რუსებს სტუმართმოყვარე ქვეყანაში შუბლში ვახლით პროტესტს, ბევრი გერმანიაში მცხოვრები ქართველი ტრადიციულ შეკითხვაზე - „ვე არ იუ ფრომ" - გერმანელებს სიამაყით პასუხობს „რაშა". რომ ვკითხე „ვას ისტ დას“ და როგორ არ გრცხვენიათ-მეთქი, ძაან ბედნიერად მიპასუხეს, რომ საქართველო არ იციან და ასე უადვილდებათ ახსნა.

ჰოდა, ვიჯექი და ყველგან: მუზეუმში, ირიშ პაბში, ამ ჩემ გერმანელებს ტექსტებს ვაზეპირებინებდი ჩვენი უნიკალური ქვეყნის, ანბანის და მადლობა ღმერთს, ბევრი გვაქვს მოსყოლი სხვა უნიკალური ღირსების შესახებ...

გერმანელი რომ გეტყვის არ ვიცოდით და მადლობა რომ გაგვაცანიო, ქართველს რატომ უნდა დაეზაროს ახსნა და რუსეთს ამოეფაროს? ბოლოს რომ მეკითხებოდნენ შენ თავად რა გვარი ხარო, ეგ იყოს ყველაზე სახალისო ფინალი ამ სამწუხარო ისტორიაში. დილა მშვიდობისა საქართველო! გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა მის ფარგლებს გარეთაც", - წერს ანი გიუნტერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×