რეზონანსი
17.07.2019

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ნაპოვნი 60 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში, გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. 

უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი ერთ-ერთმა ადგილობრივმა გუშინ იპოვა და პოლიცია გამოიძახა. ადგილობრივების თქმით, მამაკაცს თავის არეში აღენიშნებოდა ჭრილობა და ასევე ნეკნი ჰქონდა გატეხილი. 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მამაკაცი წაიქცა და თავი დაარტყა. მეზობლების თქმით, გარდაცვლილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ის სოფელში მარტო ცხოვრობდა ოჯახი კი თბილისში ჰყავს. 

პაციენტს ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მედიკოსთქან ინფორმაციით, მას ქალა ტვინის ტრამვა და თავის ტვინის დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×