რეზონანსი
16.07.2019

 (რეზონანსი) „სამწუხაროდ ჩვენთან მხოლოდ ცნობად სახეებზე შესტკივათ გული", - ამის შესახებ ფეისბუქზე დადუ ადელხანოვა, გუშინ ყარაჯალაში ხანძრის დროს დაღუპულ მეხანძრეზე, წერს.

"მასზე არც გადაცემებს მოამზადებენ, არც ვრცელ პოსტებს მიუძღვნიან სელებრითები, არც პატრიარქთან მიიყვანენ სანუგეშოდ მის ცოლსა და შვილს, არც სოციალური ქსელი აჭრელდება მისი ფოტოებით. არადა ის სხვა ადამიანების გადასარჩენად დაიღუპა.

51 წლის მეხანძრე გელა მიქელაძე ყარაჯალაში ხანძრის ლიკვიდიაციის დროს დაიღუპა. მას მეუღლე და ქალიშვილი დარჩა. ბიჭი კი ცოტა ხნის წინ სიმსივნით გარდაეცვალა. სამწუხაროდ ჩვენთან მხოლოდ ცნობად სახეებზე შესტკივათ გული. გელა და მისნაირები კი. ვითომ ასეც უნდა ყოფილიყო, ვითომც არაფერი, ვითომც ჩვეულებრივი ამბავი. ნათელში იყავი ჩვეულებრივო და კარგო კაცო" - წერს სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×