რეზონანსი
16.07.2019

 (რეზონანსი) ისანში, დოლაბაურის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე, საიდანაც მუშა გადმოვარდა და დაიღუპა, უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო, - ამის შესახებ შრომის ინსპექტორმა, მაია მიქაძემ ჟურნალისტებს განაცხადა.

„ამის დამადასტურებელია თუნდაც ის რომ სხვა დასაქმებულებმა ვერ წარმოადგინეს თუნდაც ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლითაც უნდა განხორციელებულიყო სამუშაო. ასევე, სწავლების ნაწილზეც გაკეთდა ზოგადი კომენტარი სხვა დასაქმებულების მხრიდან, რომ მათ მხოლოდ ზეპირად უტარდებოდათ შესაბამისი ინსტრუქტაჟები. ველოდებით შესაბამის დოკუმენტაციას, აუცილებელია, რომ გავეცნოთ სრულყოფილად და შემდგომში სრულყოფილი დასკვნა დავდოთ, - აღნიშნა შრომის ინსპექტორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×