რეზონანსი
16.07.2019

  გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სასმელი წყლის დეფიციტია.

ადგილობრივების ინფორმაციით, ზაფხულის სეზონის დადგომისთანავე, სასმელი წყალი, სოფელს, 4-5დღიანი ინტერვალით მიეწოდება.

„წყალი მიდის საკანალიზაციო მილებში და ჩვენ უწყლოდ ვიხოცებით. რამდენიმე დღე ისე გადის, სასმელ წყალს ვერ ვიღებთ" - თქვა „პრაიმტაიმთან" უჩა ქემაშვილმა.

სოფელ ჩუმლაყში, მერის წარმომადგენლის, ზაზა რუაძის განმარტებით, სოფლის მოსახლეობის ერთი ნაწილი, სასმელ წყალს სარწყავად ხმარობს.

„მოსახლეობის რაღაც ნაწილი სასმელ წყალს სარწყავად ხმარობს. დეფიციტის მიზეზი სწორედ ეს არის, თორემ სათავე ნაგებობაში იმდენივე ნაჟური შედის, რამდენიც სხვა სეზონზე",- განაცხადა რუაძემ.

სოფელ ჩუმლაყის სასმელი წყლის სათავე ნაგებობას, სრული რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა.

წყარო: პრაიმტაიმი, ხათუნა გულიაშვილი 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×