რეზონანსი
16.07.2019

  ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ცენტრის მშენებლობას დაახლოებით 11 მილიონი ლარი დასჭირდება.

„ჩვენ ვიწყებთ კიდევ ერთ ახალ პროექტს - მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, 319-ე კორპუსის მიმდებარედ, 180-ე საჯარო სკოლასთან. ჩემი წინა საარჩევნო დაპირება იყო სწორედ მსგავსი კომპლექსების მშენებლობა, სადაც იქნება საჭიდაო, სატრენაჟორო დარბაზები, საცურაო აუზები, მედიათეკა, ბიბლიოთეკები, საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები. საზოგადოებრივი ცენტრები თბილისის ათივე რაიონში აშენდება. წელს უკვე პირველი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის განხორციელებისთვის სატენდერო წინადადების მიღება უკვე იწყება.

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×