რეზონანსი
16.07.2019

  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა ზაფხულის სეზონურ დაავადებებზე ისაუბრა.

 

პაატა იმნაძის თქმით, ინფექციების მხრივ მშვიდი სეზონია. მისი განცხადებით, ის დაავადებებიც კი, რაც ზაფხულისთვისაა მოსალოდნელი, შემცირებულია. მათ შორისაა, ყირიმკონგო, ტკიპების მიერ გადამტანი დაავადება. იმნაძის ინფორმაციით, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო მწერებთან, რომელთაც შეუძლიათ სხვადასხვა დაავადების გადატანა.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი მაღალი ტემპერატურიდან გამომდინარე მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად გრილად ჩაიცვან და მზეზე დიდხანს ყოფნას მოერიდონ.

 

რაც შეეხება საკურორტო ზონის დამუშავებას, იმნაძის თქმით, პირველი ეტაპი დასრულებულია და მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით შავიზღვისპირეთში კოღოების რაოდენობა შემცირებულია. კვებითი ინტოქსიკაციისგან თავის არიდებისთვის კი სასურველია მაქსიმალურად მოერიდოთ რძის პროდუქტებსა და ხორცს. განსაკუთრებით კი მალფუჭებად პროდუქტებს, მაიონეზიან და არაჟნიან სალათებს.

 

წყარო: იმედი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×