რეზონანსი
16.07.2019

 "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი, რადიო “თავისუფლების” სარედაქციო პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებს.

"რადიო “თავისუფლებავ”, სამწუხაროა, რომ ასეთი სწრაფი და თვალსაჩინო დეგრადაცია განიცადეთ. მას შემდეგ, რაც თქვენი ხელმძღვანელობა შეიცვალა. ახლა უკეთესადაა გასაგები, რატომ მოხდა ეს ცვლილება.

"რადიო “თავისუფლება” კლასიკური ტიპის ზონდერ მედიასაშუალებად იქცა.  მას არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტურ სტანდარტებთან და ეთიკასთან. იცავს მხოლოდ ნაცმოძრაობას და არის პარტიული მედიაჯიხური.

სამარცხვინო მედია ხართ! მატყუარა, ცილისმწამებელი და უკვე ძალიან იაფფასიანი. სადღაც სასაცილოც. რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არაა დასავლური სტანდარტი. ეს პროხოროვის ჟურნალისტიკაა, საბჭოთა პროპაგანდისტული ჟურნალისტიკა!”- წერს ირმა ინაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×