რეზონანსი
15.07.2019

 (რეზონანსი) ფოთის-სენაკის ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

შემთხვევა სოფელ ჭალადიდში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი „ბე ემ ვეს" მარკის ავტომობილი „ოპელის" ტიპის მანქანას შეეჯახა. დაშავდნენ „ოპელის" მძღოლი და მგზავრი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×