(რეზონანსი) ზუგდიდის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარში, ვლაქერნობის წირვის დასრულების შემდეგ ინციდენტი მოხდა.
კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის თანამოსაყდრემ და სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა.
ერთ-ერთმა კი „რუსთავი2-ის" ჟურნალისტს ემა გოგოხიას მიკროფონის წართმევა დაუპირა და ხელიც ჰკრა.
მეუფე შიოსთან ჟურნალისტებს კითხვები დავით გარეჯის თემაზე, იმის თაობაზე ჰქონდათ, რომ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს სამონასტრო კომპლექსის კელიები საპირფარეშოდ აქვთ გამოყენებული.
საბოლოოდ, მეუფე შიო მანქანაში ჩაჯდა. ამის შემდეგ სტიქაროსანი და მისი თანხმლები პირები ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ, ისინი მათ გადაღებაში ხელს უშლიდნენ.
რამდენიმე წუთში მეუფემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად ტაძრის ეზო დატოვა.