რეზონანსი
15.07.2019

 (რეზონანსი) 2019 წლის ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 143.6 მილიონი აშშ დოლარი (398.8 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 6.3 პროცენტით მეტია 2018 წლის ივნისის მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ყველაზე მეტი თანხა - 34.78 მილიონი აშშ დოლარი საქართველოში რუსეთიდან გადმოირიცხა. თუმცა, წინა წლის ივნისთან შედარებით თანხის მოცულობა 11%- ითაა შემცირებული.

19.3 მილიონი დოლარი საქართველოში იტალიიდან შემოვიდა (+23.99 პროცენტი), 17 მილიონი დოლარი - საბერძნეთიდან (+23.06 პროცენტი), 15.29 მილიონი დოლარი - აშშ-დან (+7.53 პროცენტი), 13.38 მილიონი დოლარი - ისრაელიდან (+0.67 პროცენტი).

ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მოცულობა ივნისში 25 პროცენტით გაიზარდა.

ამასთან, 2019 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.5 მილიონი დოლარი გადაიგზავნა, რაც წინა წლის ივნისთან შედარებით 2.2 პროცენტით ნაკლებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×