რეზონანსი
15.07.2019

 (რეზონანსი) ხაშურის საკრებულოს წევრის „პატრიოტთა ალიანსიდან" ალექსანდრე სიმონიშვილის შეურაცხმყოფელ კომენტარს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გამოეხმაურა.

აღნიშნული კომენტარი სიმონიშვილმა გრიგოლიას მისამართით დაწერა „ინგა გრიგოლია არის ძუკნა და ქვეყნის მტერი!!! ხაშურის რაიონის საკრებულოს წევრი ვარ!!! გავიმეორებ ათასჯერ!!!"

ინგა გრიგოლიამ საპასუხოდ ასევე ფეისბუქის გვერდზე დაწერა:

„გაიცანით, ეს უკვე „პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატია, ხაშურის საკრებულოდან. ასე იცის წახალისებამ, როცა სათანადოდ არ ისჯებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, მერე სხვებიც იტაცებენ. სერიალი „გაიცანით ქართველი დეპუტატები საქართველოს საკრებულოებში" გრძელდება. ირმა ინაშვილი - იმედს ვიტოვებ, მოვისმენ თქვენი პარტიის რეაქციას" - წერს გრიგოლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×