რეზონანსი
15.07.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმემ, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში ვლაქერნობის სადღესასწაულო ლიტურგიის ჩატარების შემდეგ, ხელისუფლებას, ვლაქერნობის დღესასწაულის დასვენების დღედ გამოცხადების თხოვნით მიმართა.

"მივმართავ ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს დღე გამოაცხადოს დასვენების დღედ ზუგდიდში, რათა ყველა მორწმუნეს ჰქონდეს საშუალება, რომ სიწმინდე მოილოცოს",-განაცხადა მეუფე გერასიმე.

შეაგხსენებთ, დღეს მართლმადიდებელი სამყარო ვლაქერნობას ზეიმობს. ყოველი წლის 15 ივლისს, ( ძვ. სტ. - 2 ივლისი ), ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის შემოსვის მსოფლიო დღეს, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ტარდება წირვა-ლოცვა, ხდება კვართის გადმობრძანება დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×