რეზონანსი
15.07.2019

 (რეზონანსი) იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ნიუ-იორკში ვიზიტის ხარჯმა 24 517 ლარი და 40 თეთრი შეადგინა. ინფორმაცია "ბათუმელებს" მინისტრის ქვეყნის გარეთ სამივლინებო ხარჯების შესახებ იუსტიციის სამინისტრომ მიაწოდა.

ოფიციალური ინფორმაციით, წულუკიანმა მხოლოდ ფრენაში 17 118 ლარი დახარჯა.

მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, იუსტიციის მინისტრი 2018 წლის 24-დან 28 სექტემბრამდე საქართველოს დელეგაციის წევრი იყო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა.

„გაეროს რიგით 73-ე გენერალურ ასამბლეასა და ასამბლეის ფარგლებში გასამართ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება; შეხვედრა ICC პროკურორ ქ-ნ ფ. ბენსუდასთან" - წერია იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში ნიუ-იორკში ვიზიტის მიზნობრიობის შესახებ. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მინისტრ წულუკიანს ბიუჯეტიდან გამოუყვეს სადღეღამისო ნორმა - 628 ლარი და 60 თეთრი, ასევე, დანამატი - 502.9 ლარი.

სასტუმროს ხარჯმა ნიუ იორკში 5923 ლარი შეადგინა. მინისტრმა ისარგებლა „სხვა ხარჯითაც" - 343 ლარით, რაც სამინისტროს განმარტებით, გულისხმობს „ვიზის, კონფერენციაში მონაწილეობის, მინისტრის შემთხვევაში [მხოლოდ ქვეყნის გარეთ განხორციელებულ მივლინებაზე] წარმომადგენლობით და ა.შ. ხარჯებს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×