რეზონანსი
15.07.2019

 (რეზონანსი) შეკვეთილში მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა, ახალგაზრდებს რამდენიმე დღიანი შიმშილობის შედეგად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნათ, ისინი საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილი, თუმცა ამ დროისათვის კლინიკა დატოვეს.

ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები კვლავ გაგრძელდება.

"ჩვენ არ ვაპირებთ კარვების დაშლას. აქციები გაგრძელდება. სამწუხაროდ, ორ ახალგაზრდას რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახლთან შიმშილობდა, ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. გადავიყვანეთ საავადმყოფოში, ამ დროისათვის კი სახლში გაწერეს. არ გავჩერდებით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე გიორგი გახარია არ გადადგება. აქციები შეკვეთილში ყოველ დღე გაიმართება",- განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა "ინტერპრესნიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×