რეზონანსი
15.07.2019

 (რეზონანსი) "დღეს ხელისუფლების ბედი გახარიას მინისტრობას უტოლდება, რადგან სწორედ გახარია გახლავთ ის რეალური პოლიტიკოსი, რომელსაც ცეცხლის ჩაქრობა შეუძლია", - ამის შესახებ ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს.

ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიამ პოსტი არ უნდა დატოვოს.

"დღეს ხელისუფლების ბედი გახარიას მინისტრობას უტოლდება, რადგან სწორედ გახარია გახლავთ ის რეალური პოლიტიკოსი, რომელსაც ცეცხლის ჩაქრობა შეუძლია. იგი ნატურით პოლიციელი არ არის, პოლიტიკოსია, საოცარი მოთმინების უნარი აქვს და ემოციების მართვა იცის. ცხადია, ასეთი ძლიერი ფიგურა ოპოზიციას არ სჭირდება, რადგან ყველგან ხელი შეუშალა.

გახარიას წასვლა „ქართული ოცნების" დომინოს პრინციპით წაქცევას ნიშნავს. მომხრე ვარ, პოსტიც შეინარჩუნოს და კიდევ უფრო მეტი ძალაუფლება მიეცეს. მამუკა ბახტაძე მშვიდობიანი ქვეყნის პრემიერია, გიორგი გახარია კი, რეალურად, არის შიდა პოლიტიკური ომის პირობებში მყოფი ქვეყნის პრემიერი. ეს ორივე პროცესი დღეს ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს", - აცხადებს ნიკოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×