რეზონანსი
15.07.2019

 (რეზონანსი) გეტირება ადამიანს, ისეთი ადამიანების გაყვანა უნდათ უვადო მოსამართლეებად - კლანის წევრების, ბინძური საქმეების გამკეთებლების, ადეიშვილის გაზრდილების, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს.

მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის შინაარსობრივი განსხვავება აღარ არსებობს.

"გეტირება ადამიანს, ისეთ დღეშია სასამართლო სისტემა და ისეთი ადამიანების გაყვანა უნდათ უვადო მოსამართლეებად - კლანის წევრების, ბინძური საქმეების გამკეთებლების, ადეიშვილის გაზრდილების. უკვე შინაარსობრივი განსხვავება "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის აღარ არის", -

განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ამ წუთებში საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებს ხვდებიან. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებსა და მათი შერჩევის პროცესს უკავშირდება.

შეხვედრას ესწრებიან ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე. შეხვედრას ასევე, ესწრება უმრავლესობის ორი წევრი აკაკი ზოიძე და ბიძინა გეგიძე. ასევე, არასაპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრაზე იმყოფება დავით უსუფაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×