რეზონანსი
15.07.2019

 (რეზონანსი) სამოქალაქო აქტივისტის დავით ქაცარავას ცნობით, დავით გარეჯში სიტუაცია განმუხტულია და ამაში დიდი წვლილი ქართველ მესაზღვრეებს მიუძღვით.

ქაცარავამ განაცხადა, რომ უდაბნოს მონასტრის კელიიდან ხატების გატანა 4-5 დღის წინ მოხდა, თუმცა რეაგირება არც საზოგადოების და არც მთავრობის მხრიდან ამას არ მოჰყოლია.

„უდაბნოს მონასტრის კელიები, რომელშიც წვდომა შეზღუდული იყო, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აქციეს ტუალეტად. დააბინძურეს და შეურაცხყვეს", - ამბობს ქაცარავა „პრაიმტაიმთან".

მისივე ცნობით, ადგილზე ჩავიდნენ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, თუმცა სიტუაცია ძირითადად ადგილობრივებმა და ქართველმა მესაზღვრეებმა განმუხტეს.

„აქტივისტის ცნობით, ხატების ნაწილი დაბრუნებულია, თუმცა არა ყველა. „ეს უნდა დარეგულირდეს სამთავრობო დონეზე და ჩვენმა მთავრობამ, მე მგონი, პრინციპული პოზიცია უნდა დააფიქსიროს", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×