რეზონანსი
15.07.2019

 (რეზონანსი) უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ესკორტი ზაპოროჟიეს ოლქში ავტობუსს დაეჯახა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ავტობუსს ბავშვები გადაჰყავდა, რომლებიც კურორტიდან ბრუნდებოდნენ.

უკრაინული გამოცემა „სტრანას" ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავარიის შემდეგ, ვლადიმირ ზელენსკი უკრაინის დედაქალაქში თვითმფრინავით გაემგზავრა.

წინასწარი ინფორმაციით, საგზაო ინციდენტის მიზეზი ავტოკოლონის მიერ მსუბუქი ავტომობილის გასწრება გახდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×