რეზონანსი
15.07.2019

 (რეზონანსი) ჰასკი, რომელსაც ჭოპორტში ყბის ძვლები ცემით დაუმტვრიეს, დამოუკიდებლად ჭამა დაიწყო. ძაღლი მამა სებასტიანემ შეიფარა. მანვე დღეს სოციალურ ქსელში ვიდეო დადო, სადაც ჩანს, რომ ძაღლი დამოუკიდებლად ჭამას ახერხებს, რისი იმედიც თავშესაფარს აღარ ჰქონდა.

„სასწაული მოხდა! დღეს მამა სებასტიანემ დედაღვთისას მონასტრიდან გამოგვიგზავნა ვიდეო, სადაც ცნობილი ჭოპორტელი ყბა მოტეხილი ჰასკი საჭმელს დამოუკიდებლად ჭამს. სად არ გვყავდა და რომელ ექიმს არ ვაჩვენეთ, ყველამ გვითხრა რომ ძაღლს ქვედა ყბა ისე აქვს ჩალეწილი სასწაული უნდა მოხდეს, რომ თავისით შეძლოს ჭამა. ეს სასწაული მამა სებასტიანემ მოახდინა" - წერს თავშესაფარი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექისის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც გულის ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკი მოპყრობას, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×