რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბულობას, რომელიც განსაკუთრებით "რუსთავის 2"-ის საავტორი გადაცემის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგის შემდეგ გამწვავდა, ქართული წარმოშობის რუსი მსახიობი, საბჭოთა კინოსა და თეატრის არტისტი ოლეგ ბასილაშვილი გამოეხმაურა:
"თუ კონკრეტულად "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის მონოლოგზე ვისაუბრებთ, ეს იყო სრულიად უპასუხისმგებლო და რაც მთავარია, უცენზურო გამოსვლა. ჟურნალისტს არ ჰქონდა გაცნობიერებული, რომ მისი ყოველი სიტყვა უნდა იყოს აწონილ-დაწონილი, თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ არაპროფესიონალიზმთან არ გვქონია საქმე - ეს გახლდათ რუსეთისა და კერძოდ, მის პრეზიდენტის პროვოცირების საუკეთესო მაგალითი, რომელიც მას, საბედნიეროდ, არ გამოუვიდა.
აქვე მინდა ვთქვა, რომ ვიღაც ერთი ჟურნალისტით არ შეიძლება შეფასდეს ქართველი ერი და მისი კულტურა. გაბუნიამ თავისი უკულტურობა და თუ გნებავთ, ქაჯობა გამოავლინა, თუმცა არც რუსულ მედიას აქვს უფლება, გაბუნიათი შეაფასოს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ისტორია, რომლითაც სრულიად სამართლიანად ვამაყობთ. საქართველო ერთადერთი ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა, სადაც ასეთი სითბოთი და პატივისცემით ხვდებიან რუს ხალხს. პოლიტიკოსი არა ვარ, მაგრამ ვხედავ, რომ ამის აღიარება ბევრს არ უნდა“, - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" ბასილაშვილმა.