რეზონანსი
15.07.2019

 საქართველოში უახლოესი 3 დღის განმავლობაში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოში, შესაძლებელია სეტყვაც. 15-16 ივლისს, მოსალოდნელია ქარის გაძლიერებაც. ტემპერატურა +15, +35 გრადუსი იქნება.

წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოშიც, ტემპერატურა +15, +34 გრადუსი იქნება. ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ზღვისპირეთშიც.

წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი დედაქალაქშიც, 17 ივლისს ღამით მოსალოდნელია ქარის გაძლიერება, 16 და 17 ივლისს დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, თუმცა ღამით წვიმაა მოსალოდნელი, ტემპერატურა +19, +34 გრადუსი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×