რეზონანსი
15.07.2019

 რუსთავში, გორის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი გიურზამ დაკბინა. იგი ცენტრალურ საავადმყოფოშია ჰოსპიტალიზირებული. როგორც ქვეწარმავლის მიერ დაკბენილმა მამაკაცმა “ინფო რუსთავთან” საუბარში აღნიშნა, შხამიანმა გველმა მას საცხოვრებელი სახლის ეზოში უკბინა. ახალგაზრდა მამაკაცს ნაკბენი ხელის არეში, 2 ადგილზე აღენიშნება.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, პაციენტს აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და ამ ეტაპისთვის დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ექიმის ინფორაციით, თუ მამაკაცს ინტოქსიკაციის სიმპტომები გამოუვლინდება, მას რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანენ.

აღსანიშნავია, რომ მამაკაცმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება თავად გამოიძახა და გველის სახეობის დასადგენად, ქვეწარმავალი კლინიკაში მიიყვანა. ადგილზე იმყოფებოდნენ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან სპეციალისტებიც, რომლებმაც დაადასტურეს რომ გველის ეს სახეობა ეს ნამდვილად გიურზაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×