რეზონანსი
14.07.2019

 ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ასეთი შინაარსის მიმართვას აქვეყნებს :

"ახლა კარგად მომისმინეთ!!!

შევაწუხე ყველა ჩემი ნათესავი და მეგობარი საფრანგეთში! გადავადებინე შვებულებები ბალიზე და სეიშელებზე, დავუჩოქე და ვუთხარი, რუსეთი ეკონომიკურ სანქციებს გვიწესებს და სოლიდარობის ამბავში გვერდზე დაგვიდექით-თქო!

გუშინ ჩამოვიდნენ პატარა ბავშვებით, მშობლებით, ბევრი ბარგით... დავხვდი აეროპორტში მანქანებით, წამოვიყვანე სიღნაღში და ფაფუ... არც შუქი, არც წყალი უკვე 16 საათია!!!

ასე ხდება მინიმუმ დღეგამოშვებით 2-3 საათით!!!

რა ვქნათ? კულტურული ძეგლები და სიღნაღის კედელი ვაჭამო?" - წერს ჟურნალისტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×