რეზონანსი
14.07.2019

 (რეზონანსი)  ნიკა მელია ოთო კახიძის ნათქვამს ეხმაურება და მოუწოდებს, რომ პარტიულ კბენებზე მაღლა დადგეს.

“ოთოს ვენაცვალე, მე რა განცხადებებიც ვაკეთე, სრულიად მაქვს გააზრებულიც და გასიგრძეგანებულიც, აი, შენი განცხადება კი, ახლა მაინც, როცა საარჩევნო პერიოდი არაა, როგორღაც პარტიულ კბენებზე უნდა ამაღლდეს და მეტიც, ბანს არ უნდა აძლევდეს და ექოსავით არ უნდა ვიმეორებდეთ იმას, რასაც ეს ხელისუფლება გაიძახის. ფრთხილად ვიყოთ, ცალკე მწვადის, ცალკე შამფურის გაფრთხილებაში, თეთრი ხელთათმანები არ გაგვემუროს. პ.ს. ისე პირველი დღეები სულ იმას ვამბობდი 9 აპრილის შემდეგ კომპარტიის პროპაგანდა ლიდერებს აბრალებდა უპასუხისმგებლო, პროვოკაციული განცხადებების კეთებას და შესაბამისად სისხლისღვრას. ცოტაც და შენც მანდ ხარ. უბრალოდ ის კომპარტია იყო და შენ ოპოზიციაში ხარ ” – დაწერა ნიკა მელიამ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×