რეზონანსი
14.07.2019

(რეზონანსი) საფრანგეთის პოლიციამ პარიზის ცენტრში შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. 

პარიზში მასშტაბური სამხედრო აღლუმი იმართება, რომელსაც პრეზიდენტი და მთავარსარდალი, ემანუელ მაკრონი იბარებს. ღონისძიებაში როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო ძალების სამხედროები და ტექნიკა მონაწილეობს. 

აღლუმს პრეზიდენტ მაკრონთან ერთად გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ესწრებიან.  

ბასტილიის ციხე, რომელიც სახელმწიფო დამნაშავეების პატიმრობის ადგილი იყო, 1789 წლის 14 ივლისს შტურმით აიღეს. დღესასწაული ტრადიცულად პარიზში ელისეს მინდვრებზე სამხედრო აღლუმით იწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×