რეზონანსი
14.07.2019

 (რეზონანსი) პოლონეთში, ქალაქ ვონგროვეცში საქართველოს მოქალაქე დანით დაჭრეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

როგორც პოლონური მედია წერს, პოლიციამ ქუჩაში დაჭრილი მამაკაცი შენიშნა, რომელიც დახმარებას ითხოვდა. როგორც გამომძიებლებმა დაადგინეს, დაშავებული 34 წლის საქართველოს მოქალაქეა.

მოგვიანებით სამართალდამცველებმა დააკავეს 32 წლის ქართველი, რომელიც სავარაუდოდ, ინციდენტთან არის კავშირში.

მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×