რეზონანსი
14.07.2019

 (რეზონანსი) ექსკურსიზე დაღუპული 16 წლის გოგონას დედა სოციალურ ქსელში ემოციურ სურათებს და წერილს აქვეყნებს:

"სრული სისულელე ალბათ ან გამოშტერების პიკი, რაც მჭირს. არ შეიძლება ნორმალური დედა შვილის საფლავს ფოტოს უღებდეს და აქ დებდეს, მაგრამ სულ შენს ფოტოებს რომ ვდებდი, მეტჯერ სად გადაგიღო დეო? ეს შენი ბოლო კადრია ჩემი ხელიდან... შენი და ჩემი ნავთსაყუდელი. ადგილი, სადაც ერთად უნდა ვიყოთ. ადგილი, სადამდე გზაც უნდა გავიზეპირო, ვიმეორო და ვიმეორო გოჯ-გოჯ ისე, თვალის ჩინი რომ წამერთვას დეე, მაინც მოგაგნო და მოვეფერო ქვას, რომელზეც შენ მყავხარ. მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს დეო (მე ათასს გისრულებდი), მიშველე რაც შეძლო, ისე მალე", - წერს გოგონას დედა.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილი ლაგოდეხში ექსკურსიისას დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×