(რეზონანსი) ძლიერმა წვიმამ სოფელ ქირაჩმუღლოში პრობლემები შექმნა. დააზიანებულია ნაკვეთები, ღობეები, შიდა გზები, დატბორა ერთ-ერთი სახლის პირველი სართული, გარდა ამისა, გარკვეული პერიოდით გადაკეტილი იყო ცენტრალური მაგისტრალიც.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ სოფელში მოუწესრიგებელია სანიაღვრე არხები, რის გამოც ყოველი ძლიერი წვიმის დროს, მსგავსი პრობლემები ექმნებათ.
მარნეულის რაიონის სოფელ ქირაჩმუღლოშიბოლო გუშინ ღამით წვიმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ადგილობრივები დააზარალა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ნალექის მოსვლის ეშინიათ. მათი თქმით, თუ სანიაღვრე სისტემა არ მოწესრიგდა, ისინი მუდმივად საფრთხის წინაშე იქნებიან.