რეზონანსი
14.07.2019

 „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე „ევროპული საქართველოს“ წევრისგან ოთარ კახიძისგან განმარტებას ითხოვს. 

„ევროპულმა საქართველომ" უნდა გააკეთოს განმარტება, ის, რაც, ოთო კახიძემ ნიკა მელიას მისამართით განაცხადა, არის მისი პირადი აზრი, რასაც პარტია ასევე საჯაროდვე (იმედია) გაემიჯნება, თუ იზიარებთ, რომ ნიკა მელიამ რამე დააშავა, როცა ხალხს "მშვიდობიანად" და "ხელებაწეულებს" პარლამენტის ეზოში შესვლისკენ მოუწოდა?

რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ამ მნიშვნელოვან ფაზაში ეს ძალიან პრინციპული საკითხია, სახელმწიფო ბრალდებას ახმოვანებთ და მათ აზრს იზიარებთ, თუ ნიკას გვერდით დგახართ?“, - განაცხადა ბარამიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×