რეზონანსი
13.07.2019

 (რეზონანსი) პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ეხმაურება სექსისტურ კომენტარს, რომელიც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ "ფეისბუქზე", ინგა გრიგოლიასა და გიორგი გახარიას ინტერვიუს ქვეშ დაწერა.

კილაძის თქმით, ასეთი გამონათქვამები სამარცხვინოა და ქალის დაკნინება "არავის უნდა გაუვიდეს".

"ასეთი გამონათქვამები ქალების წინააღმდეგ არის სამარცხვინო, მითუმეტეს საქართველოს ტრადიციულ კულტურაში, სადაც ქალებს განსაკუთრებულად სცემენ პატივს. ორმაგად სამარცხვინოა, როდესაც ამას აკეთებს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი.

"ქალის დაკნინება ჩვენს საზოგადოებაში არავის უნდა გაუვიდეს!", - წერს ის.

"ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის" - ასეთი კომენტარი დაწერა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა, ფეისბუკ-პოსტის კომენტარებში, რომელიც ინგა გრიგოლიასა და გიორგი გახარიას ინტერვიუს ეხმიანება.

თუმცა ნეტგაზეთთან საუბარში მან თქვა, რომ კომენტარი გრიგოლიას არ ეხებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×