რეზონანსი
13.07.2019

 (რეზონანსი) „გაცნობებთ, რომ გაურკვეველი პირების მიერ, სოციალურ ქსელში „ბანკი ქართუს" ლოგოთი შეიქმნა ყალბი ფეისბუქ და ინტერნეტ გვერდები, რომელიც მომხმარებელს ყალბ შეთავაზებებს სთავაზობს" - ამის შესახებ ინფორმაციას „ბანკი ქართუ" ავრცელებს. ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს, რომ პირადი მონაცემები არავის გაუგზავნონ.

„სს „ბანკი ქართუ" გაცნობებთ, რომ გაურკვეველი პირების მიერ, სოციალურ ქსელში „ბანკი ქართუს" ლოგოთი შეიქმნა ყალბი ფეისბუქ და ინტერნეტ გვერდები, (https://www.facebook.com/Cartubank-693425757768500/-vtblogin.com), რომელიც მომხმარებელს ყალბ შეთავაზებებს სთავაზობს, რისთვისაც ითხოვს პირად მონაცემებს.

აღნიშნული აშკარად შეიცავს კანონსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნებს.

ბანკი ქართუ" მომხმარებელს აფრთხილებს, ნუ შეიყვანენ ყალბ გვერდებზე პირად მონაცემს და არ ენდონ ყალბი ინტერნეტ პლატფორმებიდან მიღებულ შეთავაზებებს.

მომხმარებლთა ინტერესების დაცვის მიზნით, „ბანკმა ქართუმ" უკვე მიმართა შესაბამის სამსახურებს ფაქტის სამართლებრივი რეაგირების მიზნით.

იმედს გამოვთქვამთ, რომ უსწრაფესად მოხდება იმ პირთა იდენტიფიცირება, ვინც ყალბი გვერდები შექმნა, შესაბამისად დაიბლოკება ყალბი გვერდები და მომხმარებელი იქნება დაცული" - წერია განცხადებაში

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×