რეზონანსი
13.07.2019

 (რეზონანსი) მსხვერპლით დასრულდა ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა. არიან დაშავებულებიც. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი ქობულეთის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანა, გარდაცვლილი კი პროზექტურაში გადაასვენეს.

როგორც ქობულეთის სასწრაფო დახმარების სამსახურში გვეუბნებიან, დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ დასადგენია, „რადგან სასწრაფო დახმარების ჯგუფები ჯერ არ დაბრუნებულან, დაახლოებით ათამდე ადამიანი გადმოჰყავთ კლინიკაში".

შსს ინფორმაციით, ავარიის დროს ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276- ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტო:ტვ 25

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×