რეზონანსი
13.07.2019

 პარლამენტთან დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მივიდა. როგორც მან აქციის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის იზიარებს აქციის მონაწილეების პროტესტს.

"ვუერთდები იმ გულწრფელ მოთხოვნას და ლეგიტიმურ პროტესტს, რომელსაც ეს ხალხი ატარებს. შევძელი, რომ ბავშვები ცოტა ხნით დამეტოვებინა და გამოვიყენე დრო იმისათვის, რომ ამ აქციაზე მოვსულიყავი. შესაძლოა, ამ წუთას აქცია ხალხმრავალი არ არის, მაგრამ ამ სულისკვეთებას ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იზიარებს", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×