რეზონანსი
13.07.2019

 ბათუმში აზერბაიჯანელი ტურისტები საკუთარ ავტომობილში გაქურდეს. აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუში დაზარალებული ამბობს, რომ როდესაც გამოეღვიძათ, ტელეფონი, ჩანთა და ფული წაღებული დახვდათ.

„წაღებულია პირადი მედიკამენტებიც, რომლებიც ჩანთაში იდო. მაშინვე დავიწყე პოლიციის ძებნა. როდესაც მოვიდნენ, გვითხრეს, რომ უნდა დავლოდებოდით გამოძიებას. როგორ დაველოდოთ, როდესაც თანხის გარეშე ვართ დარჩენილები ორი მცირეწლოვანი ბავშვით. ვითხოვთ დახმარებას“, – განაცხადა დაზარალებულმა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, დანაშაული გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის ადგილზე აზერბაიჯანის კონსულიც იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქურდობაში მხილებული არიან დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი არასრულწლოვნები და მიმდინარეობს გამოძიება. 

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×