რეზონანსი
13.07.2019

 (რეზონანსი) „ჩვენ ოკუპანტები ვარტ, ქართველებს ბოდიშებს უნდა ვუხდიდეთ" - ამის შესახებ რუსმა მწერალმა ვიქტორ შენდეროვიჩმა რუსულ „ეხვო მასკვი" - ში განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გაბუნიას გინება პირდაპირ ეთერში ცუდი ფაქტია, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ეს რუსეთის და რუსების გასარჩევი თემა არ არის.

„ჩვენი შეშფოთება ჟურნალისტის ამ გინებაზე, ჩვენი, როგორც ოკუპანტების საქმე არ არის. ეს ჟურნალისტიკის ძალიან დაბალი დონეა, სირცხვილია, რომელსაც პასუხი ქართველებმა უნდა გასცენ. ჩვენ ამაზე ხმაც კი არ უნდა ამოვიღოთ. ჩვენ, მათ ტერიტორიის 20% წავართვით, ჩვენ ოკუპანტები ვართ, ჩვენი საქმე ბოდიშების მოხდა და ჩუმად ჯდომაა..." - განაცხადა ვიქტორ შენდეროვიჩმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×