(რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის დაელოდება და დააკვირდება, როგორ განვითარდება მოვლენები რუსეთში საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან The Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზურაბიშვილმა ასევე უპასუხა კრიტიკას მათი მხრიდან, ვინც მას რუსეთთან რბილი მიდგომის გატარებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ყოველი პოლიტიკოსი აუცილებლად აწყდება საპირისპირო აზრს.
„მე ჩემი ხალხის დაცვა მევალება და არავის მივცემ ნებას, მე პატრიოტიზმის გაკვეთილები ჩამიტაროს. რაც შეეხება პუტინის განცხადებებს ორმხრივი ურთიერთობების შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ, ჩვენ დაველოდებით და დავაკვირდებით, როგორ მოიქცევა მოსკოვი სინამდვილეში, მაგრამ ასეთი კომენტარები მუქარებს ნამდვილად სჯობს. ჩვენ ასევე ვეწინააღმდეგებით მოვლენების ესკალაციას. მე ვიქნები პირველი, ვინც დეესკალაციას მხარს დაუჭერს.
რაც შეეხება რუს ტურისტებს, დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ისინი დაბრუნდებიან. საქართველოს კარი მათთვის ღია რჩება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.