რეზონანსი
13.07.2019

 (რეზონანსი) „ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, გუშინ, „რუსთავი 2-თან გამართული საპროტესტო აქციაზე „ქართული ოცნების" წარმომადგენლები და რეგიონებიდან ჩამოყვანილი საჯარო მოხელეები იმყოფებოდნენ, რომლებსაც არანაირი საერთო არ აქვს მეღვინეობასთან.

განცხადება ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დრეს გიორგი ბოტკოველმა გააკეთა. მისი განცხადებით, აქცია სუს-ის მიერ იყო ორგანიზებული. ბოტკოველმა მედიას შესაბამისი ვიდეოკადრებიც წარუდგინა.

„ჩვენ იდენტიფიცირებული გვყავს აბსოლუტურად ყველა ადამიანი და არაერთმა ტელევიზიამ უკვე გააჟღერა ამ ადამიანების სახელები და გვარები. სახეზე გვყავს „ქართული ოცნების" წარმომადგენელი ერთ-ერთი სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს წევრი და მასთან ერთად არაერთი კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი, რომლებიც პირდაპირი დავალებით სუს-ის ორგანიზებით შეიკრიბნენ და ეს არ დაწყებულა გუშინდელ დღეს. ბოლო 10 დღის განმავლობაში ხელისუფლება, სუს-ი ცდილობს, რომ დააძალოს მოსახლეობას, გამართოს აქციები და ამის ფაქტები გვქონდა ჩვენ სიღნაღის რაიონში, ყვარლის რაიონში.

ესენი არიან ლევან გრემელაშვილი, მის გვერდით ქევხიშვილი, რომელიც იყო ძველი მხედრიონელი არიან ორივენი კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები, რომლებიც პირდაპირ სუს-ის ორგანიზებით არიან წამოსულები აღნიშნულ აქციაზე. არც ერთ მათგანს ერთი მტკაველი ვენახი არ გააჩნია და არც ერთი არ არის მეღვინე", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×