რეზონანსი
13.07.2019

 (რეზონანსი) ადა მარშანია არასდროს თავს არავის დაუხრის, მითუმეტეს კრემლში, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, ადა მარშანიამ ტელეკომპანია "მაესტროსთან" განაცხადა.

"ადა მარშანია არასდროს თავს არავის დაუხრის! მითუმეტეს კრემლში, მე თავს არავის დავუხრი! მე აფხაზეთში ორივე მხარეს მსხვერპლი მაქვს. აფხაზების მხარეზე ახალგაზრდა დაღუპული ბიჭები მყავს, დედას მხარზე გუგუშვილები სულ ამოწყვეტილი მყავს.

მე მეუბნებით თქვენ რუსეთი ვინ არის და კრემლი ვინ არის?! ჩვენ თავზე გადაიარა მათმა ტანკებმა. ორივე სახლი დამიწვეს, რომელშიც გავიზარდე! იმისთვის რომ კრემლს უთხრა არასდროს დავთმობ სოხუმს და ცხინვალს! რატომ არის, კრემლში ჩასვლა მაინც და მაინც თავის დახრა?!", - განაცხადა ადა მარშანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×