(რეზონანსი) თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე, გუშინ ღამით ინციდენტი მოხდა. თვითმხილველი კაცი, ვინაობის გამხელა არ სურს, "ნეტგაზეთს" უყვება, რომ მოზარდების აგრესიულმა ჯგუფმა ჯერ უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეურაცხყო, შემდეგ კი ბიჭი გრძელი თმის გამო სცემა.
თვითმხილველის თქმით, მოვლენენი სწრაფად განვითარდა: თავდაპირველად პირები ქუჩაზე მდებარე "ტაილანდური მასაჟის" კარზე აბრახუნებდნენ და შიგნით მყოფებს უყვიროდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ.
"ამის შემდეგ, ქუჩის მეორე მხარეს არაბი ქალების ჯგუფი გამოჩნდა - ყველა ჰიჯაბით იყო. მათ დაუწყეს ყვირილი და მრავალი ცუდი სიტყვა უთხრეს. უყვიროდნენ, თუმცა ახლოს არავინ მისულა", - აცხადებს ის.
მისივე განცხადებით, შემდგომ ქუჩაზე გრძელთმიანმა ბიჭმა ჩამოიარა, რასაც ასევე მოჰყვა ადგილზე მყოფ მოზარდთა გაღიზიანება. თვითმხილველის თქმით, მათ ფიზიკურად შეურაცხყვეს ბიჭი, პარალელურად კი მის თმაზე მიანიშნებდნენ.
"როდესაც [ბიჭი მათ] მიუახლოვდა, მეტად ძალადობრივი გზით დაუპირისპირდნენ. უყვიროდნენ, გოგო ხარ თუ ბიჭიო და შეურაცხყოფას აყენებდნენ. [ერთ-ერთმა] ბიჭმა, რომელიც [შემდგომ] პოლიციამ აიყვანა, ასფალტზე დააგდო ის, პარალელურად კი სხვები ურტყამდნენ. მას გზის მოპირდაპირე მხარეს მყოფი ორი გოგო დაეხმარა", - ყვება თვითმხილველი.
მისი თქმით, ადგილზე მოსულმა პოლიციამ ერთ-ერთი მოზარდი წაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ინციდენტი მართლაც მოხდა და პოლიცია ადგილზე შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა. თუმცა, სამინისტროში ინფორმაცია აქვთ მხოლოდ დაპირისპირების შესახებ, რომლის დროსაც ორ პირს მესამე პირთან მოუვიდა ჩხუბი.
გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, გამოკითხვებ
„ნეტგაზეთი"