რეზონანსი
13.07.2019

 (რეზონანსი) გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 5 კი დაშავდა. ავარიის შედეგად, 8 ავტომანქანა დაიმტვრა.

არსებული ინფორმაციით, აღართზე მიმავალი სატვირთო ამწე დაგორდა და უკან მიმავალ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, თავის მხრივ, სატვირთო დაეჯახა უკან მდგარ მსუბუქ ავტომობილებს. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტარნსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: ინტერპრესნიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×